Monday, April 13, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლება.  ვეთანხმები პროექტებით სწავლების დიდი მნიშვნელობას. ის ხელს უწყობს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებას. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. უკვე გავიაზრე  რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის სცენარი მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. პედაგოგები ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი ჩემი აზრით  უკვე საინტერესოდ მიდის.

No comments:

Post a Comment